ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მამაკაცს ჭრილობები თავისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბულვარის შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში სროლას წინ უძღვოდა დაწესებულების წინ ხმაური, რის შემდეგაც მამაკაცის მიმართულებით მანქანიდან ისროლეს.
შემთხვევის დროს კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. მათ დაზიანებები სროლის დროს, რესტორნის მინის ჩამომსხვრევის შედეგად მიიღეს. სამივე დაშავებული კლინიკებიდან მალევე გაწერეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს