ბათუმში დაჭრილი უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში, წუხელ დაჭრილი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა.
მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. მამაკაცს ჭრილობები თავისა და გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბულვარის შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში სროლას წინ უძღვოდა დაწესებულების წინ ხმაური, რის შემდეგაც მამაკაცის მიმართულებით რამდენჯერმე ისროლეს.
შემთხვევის დროს კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. მათ დაზიანებები სროლის დროს, რესტორნის მინის ჩამომსხვრევის შედეგად მიიღეს. სამივე დაშავებული კლინიკებიდან მალევე გაწერეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს