
ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ბათუმში “დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ გაიხსნა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი 14-17 წლის სამოცამდე მოზარდი, ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო-შემეცნებით და გასართობ აქტივობებში ჩაერთვებიან. ახალგაზრდები მიიღებენ ცოდნას და გამოცდილებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა გუნდური მუშაობა, ტოლერანტობა, მიმღებლობა, მულტიკულტურალიზმი და ეფექტური კომუნიკაციის უნარები, რაც მათ სწორი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.
პროექტი „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროგრამის სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერისა და რეგიონებში დევნილ მოზარდთა ხელშეწყობის ფარგლებში ხორციელდება.
თაგები:
ბათუმი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს