ბათუმში, კაზინო “შანგრილაში” დასაქმებული ოთხასამდე ადამიანი ანაზღაურებას ითხოვს


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში, კაზინო “შანგრილაში” დასაქმებული ოთხასამდე ადამიანი ანაზღაურებას ითხოვს.
მათი თქმით, მენეჯმენტმა კადრები გაფრთხილების გარეშე დაითხოვა, ხელფასები კი არ გადაუხდიათ.
“გავიფიცეთ იმის გამო, რომ ხელფასს არ გვაძლევენ, დაიკეტა კაზინო და ამის შესახებ არავის არავინ გაუფრთხილებია. ხელშეკრულებები გაფორმებული გვაქვს და ვითხოვთ გადაგვიხადონ ხელფასი. ყველა ამ ადამიანის უკან არის ოჯახები, ვალები, ბანკები და ყველანაირი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, მე ვაფრთხილებ კატეგორიულად, აანაზღაურონ ყველაფერი და მერე სადაც უნდა იქ წავიდნენ“, – განაცხადა პროტესტის მონაწილემ.
მათი თქმით, ყველა მათგანის უკან ოჯახები დგას, რომელთაც ასე დატოვება დანაშაულია.
“ხელშეკრულებები გაფორმებული გვაქვს და ვითხოვთ გადაგვიხადონ ხელფასი. ყველა ამ ადამიანის უკან არის ოჯახები, ვალები, ბანკები და ყველანაირი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს