Logo

ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო მასალის გადმოვარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა

შემთხვევა
12.06.2022 / 17:31
Frontnews image description

ბათუმში, კობალაძის ქუჩის 16 ნომერში მშენებარე კორპუსიდან გამოვარდნილი სამშენებლო მასალა ახალგაზრდა მამაკაცს თავში დაეცა.

 

დაშავებული კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. 20 წლის ახალგაზრდას მრავლობითი დაზიანება აქვს, მათ შორის რკინის საგნის დაცემის შედეგად მძიმე დაზიანება აქვს თავის არეში.

 

ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობა მდგომარეობა მძიმეა და ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთვის აპარატზეა მიერთებული.

 

მშენებლობას კომპანია DS Group ახორციელებს.

თაგები:

ბათუმი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები