Logo

ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს

საზოგადოება
1397
Frontnews image description

“თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს” – ბათუმში “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს.

მოქალაქეები ბათუმის ცენტრალურ სტადიონთან იკრიბებიან და მსვლელობით ქალაქის სხვა ადგილებში გადაინაცვლებენ.

აქტივისტები მზია ამაღლობელის პატიმრობას პოლიტიკურ დევნას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის თავისუფალი სიტყვის გამო ისჯება.

ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები. ისინი ამაღლობელთან ერთად სხვა დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას და ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ.

“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი საპატიმროში პროტესტის ნიშნად 20 დღეა, შიმშილობს.

Advertisement