
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ქუჩის აქციებით ბიძინა ივანიშვილს აიძულებენ, რეალობას თვალი გაუსწოროს.
“ჩვენ მოგვპარეს არჩევნები, მოგვპარეს ძალადობით და სხვა გზებით. რადგან ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, არჩევნების წესით, მე თვალს რეალობას არ გავუსწორებ, მაშინ ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ ის შემოვიდეს ხალხის ნებასთან დაპირისპირებაში და ამისთვის ჩვენ ვართ მზად. ვართ მზად ყველა ქალაქში, ბათუმში ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, თბილისში, მთელ საქართველოში”- განაცხადა მელიამ ბათუმის აქციაზე.
ოპოზიციის საპროტესტო აქცია ხვალ, 3 ნოემბერს ზუგდიდში, 4 ნოემბერს ქუთაისში, 6 ნოემბერს კი მასშტაბური აქცია თბილისში გაიმართება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს