
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
ისინი ბათუმის საკრებულოს დეპუტატზე ნუგზარ ფუტკარაძეზე განხორციელებულ ზეწოლისა და მოსყიდვასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ.
აღნიშნულ საქმეში, რიჟვაძის მამის სახელიც ფიგურირებს. დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის მაღალჩინოსანია. ოპოზიცია მამა-შვილი რიჟვაძეების გადადგომას მოითხოვს და აცხადებენ, რომ მათი თანამდებობაზე ყოფნის პირობებში ამ საქმეს არავინ გამოიძიებს.
აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციაა მობილიზებული ისინი აქციის მონაწილეებს გადაადგილებისა და შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს