ბათუმში, რესტორან “ვოქსში” გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში, რესტორან “ვოქსში” ხანძარია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ბოლო სართულზე მდებარე ლაუნჯში გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხანძრის ლოკალიზებას ჯერჯერობით ვერ ახრეხებენ, რადგან რესტორანი მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზეა განთავსებული.
კორპუსისდან მოსახლეობა ევაკუირებულია. შენობიდან ცვივა ცეცხლმოკიდებული სამშენებლო მასალები, რაც საფრთხეს უქმნის მიმდებარე კორპუსს.
შენობის ნაწილი მინითაა დაფარული, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს