Logo

ბათუმში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები დააკავეს

საზოგადოება
1182
Frontnews image description

ბათუმში, გმირთა ხეივანში საპროტესტო მსვლელობის 11 მონაწილე დააკავეს. 

სამართალდამცველების განცხადებით, დაკავების მიზეზი​ პოლიცილის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა გახდა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან სპორტსმენი ფირუზ წულუკიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე. 

„სრულიად მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილეები დააკავეს. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, პოლიციელები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან მათ გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლეს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა.

გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის სამართალდამცველები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გმირთა ხეივანში რჩებიან.

თაგები:

Advertisement