ბათუმში, “საქართველოს ბანკის“ ფილიალში ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში, “საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და იარაღიდან ისროლა.
ცნობილია, რომ თავდამსხმელი სალაროს გახსნას ითხოვდა და მძევლების აყვანა სცადა.
ბანკის თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც ის გაიქცა, თანხის წაღება ვერ მოახერხა. თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებით აღიძრა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს