ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონთან“ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ექვსი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.
“მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაკავებისას, პარტიის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი დაშავდა. ის ამ დროისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ბაგრატიონმა თავის არეში დაზიანება იმ დროს მიიღო, როდესაც ის სამართალდამცველებმა პოლიციის ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები სასტუმრო “ჰილტონში” ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ისინი შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს