
ავტორი
Front News საქართველო
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს, მეუფე გრიგოლს სთხოვს, ამბოხებულ სასულიერო პირებთან კავშირი დაამყაროს.
მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, თუ ისინი მოინანიებენ, სადამსჯელო ღონისძიებები აღარ გაგრძელდება.
"ბატონ მეუფეს, ფოთელს, ვთხოვ, რომ მათთან დაამყაროს კავშირი და შემოვიდნენ კანონიერ ჩარჩოებში და მათი ქმედება აღარ გაგრძელდეს იმ მიმართულებით. მადლობას გადავუხდი, თუ ასე იქნება, ეს ხალხი მოინანიებს და აღარ დაგვჭირდება გაგრძელება იმ ღონისძიებების, რომლის გატარება გინდა არ გინდა გიწევს, როცა აღკვეთ ამბოხს. ამბოხის აღკვეთა არ ხდება მხოლოდ შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი. ვისაც სინანული აქვს, იმათ გულში ჩავიკრავთ და ყველაფერს ვაპატიებთ, ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს