“ბატონი ფრიდონი იჩენს სიწუწკეს და ცდილობს, მიისაკუთროს “პატრიოტთა ალიანსის” კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში”

ავტორი
Front News საქართველო
"პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, ფრიდონ ინჯია იბრძვის იმისთვის, რომ მათ საარჩევნო კომისიაში წევრი წაართვას.
"პარლამენტში შესვლის დღიდან, ფრიდონ ინჯია აღმოჩნდა კობახიძის სრულ მორჩილებაში. ბატონი ფრიდონი სამწუხაროდ, იჩენს სიწუწკეს და ცდილობს, მიისაკუთროს "პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში. მართალია, საჯარო განცხადებებში ის აღნიშნავს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრის წართმევისთვის კი არ იბრძვის, არამედ თურმე საკუთარი წევრი უნდა რომ ჰყავდეს საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ბატონ ფრიდონს გადასარევად უნდა ესმოდეს, რომ მას არ ეკუთვნის საარჩევნო კომისიებში წევრი და როცა ითხოვს იმას, რაც არ ეკუთვნის, ე.ი. მიდის იმაზე, რომ ეს წევრი წაგვართვას "პატრიოტთა ალიანსს", რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის კანონის და კონსტიტუციის უხეში დარღვევა" – განაცხადა ინაშვილმა.
ინჯია პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით შევიდა, შემდეგ პარტია დატოვა და "ევროპელი სოციალისტები" ჩამოაყალიბა.
თაგები:





