ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი, - ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ევროპის გალა ცერემონია დღეს იტალიაში გაიმართება. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრება.
ტურიზმის სფეროს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ნომინირებულია ევროპის სხვადასხვა ქალაქთან ერთად, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ა.შ.
World Travel Awards 1993 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორში საუკეთესო მიმართულებების გამოვლენასა და დაჯილდოებას. დაჯილდოების ცერემონიაზე ყოველწლიურად ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტია წარდგენილი, რომლებიც ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაში არიან გადანაწილებული.
თაგები:
ბათუმი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


