
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბულვარში კიდევ ერთი უსახური და უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დაიწყო.
"კაფე-ბარ „ტყუპებს“ ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოეწურა, რის საფუძველზეც ობიექტების დემონტაჟის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
აღნიშნული შენობა-ნაგებობები ხანძრის შედეგად იყო დაზიანებული და ბოლო წლების განმავლობაში აღარ ფუნქციონირებდა.
სამუშაოები მუნიციპალური ინსპექციის ზედამხედველობითა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფების ჩართულობით მიმდინარეობს.
დემონტაჟის დასრულების შემდეგ, სამშენებლო ნარჩენების გატანა და ტერიტორიის დასუფთავება განხორციელდება.
უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი ხელს შეუწყობს ბულვარის, როგორც რეკრეაციული სივრცის იერსახის გაუმჯობესებას, ასევე, მოწესრიგებული დასასვენებელი გარემოს შექმნას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ბათუმის მერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს