Logo

ბათუმის მერია - ბათუმში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ

რეგიონები
80
Frontnews image description

მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ბათუმში მცხოვრებ ორ მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ.

ოჯახებს ბინის გასაღები ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ გადასცეს.

"ბათუმის მერიისგან კიდევ ორმა მრავალშვილიანმა ოჯახმა მიიღო ბინები. მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა ჩვენი სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ეტაპობრივად განვაგრძობთ პროგრამის განხორციელებას, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომლებსაც განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ", - განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.

ორდენიძეების 9-შვილიანმა ოჯახმა ჯამში 118 კვადრატული მეტრი, ხოლო დევაძეების 6-შვილიანმა ოჯახმა 100 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი მიიღეს. ასევე, გადაეცათ თანხა სარემონტო სამუშაოებისთვის.

პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ბინები საჩუქრად იმ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე ბათუმში არიან რეგისტრირებულები და ჰყავთ 6 და მეტი შვილი. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ბინებით ჯამში 26 მრავალშვილიანი ოჯახია უზრუნველყოფილი.

თაგები:

ბათუმი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები