
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბულვარში უნებართვო და უსახური კომერციული დანიშნულების ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა.
"ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ობიექტის მეპატრონე დემონტაჟის შესახებ რამდენჯერმე გააფრთხილა.
მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მეპატრონემ თავად არ მოახდინა დემონტაჟი, რის შემდგომაც მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიება განახორციელა.
მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა კომერციულ ფართში განთავსებული ნივთები დემონტაჟამდე მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიტანეს.
დემონტაჟის შემდეგ მოხდა დაშლილი კონსტრუქციების გატანა და მიმდინარეობს ტერიტორიის მოწესრიგება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ბათუმის მერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს