ბათუმის მერია პატრიარქის პანაშვიდს და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველებს უფასოდ მოემსახურება

ავტორი
Front News საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდს და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას.
21 მარტი - გამგზავრება 09:00 საათი
22 მარტი - გამგზავრება 05:00 საათი
შეკრების ადგილი: ქალაქი ბათუმი, ცენტრალური სტადიონის - „აჭარაბეთ არენას“ მიმდებარე ტერიტორია.
გამგზავრების მსურველთათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:
577 302 644
0422 270119
ასევე, 21 და 22 მარტს პატრიარქის პანაშვიდს და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს.
თაგები:
ბათუმის მერია




