
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის მერიის ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩაზე, კიდევ ერთი უსახური და უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დასრულდა.
"ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მითითების საფუძველზე, საზღვაო ნავსადგურის შენობაზე მიშენებული კაფე-ბარი და ღია სივრცეში განთავსებული მაგიდა-სკამები საჩრდილობლით, მეპატრონემ თავად დაშალა.
კვების ობიექტს სანებართვო ვადები ამოწურული ჰქონდა.
დემონტაჟის დასრულების შემდეგ, განხორციელდა სამშენებლო ნარჩენების გატანა და ტერიტორიის დასუფთავება.
უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება, რაც ხელს უწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას და მოწესრიგებული სივრცის შექმნას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ბათუმის მერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს