Logo

ბათუმის მერმა მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

რეგიონები
40
Frontnews image description

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ქალაქში მიმდინარე და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სამუშაოები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ქალაქის კეთილმოწყობასა და საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას.

ბათუმის მერმა მიმდინარე პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქალაქის განვითარებასა და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტია.

თაგები:

ბათუმი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები