Logo

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ბულვარში უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟს განაგრძობს

რეგიონები
83
Frontnews image description

ბათუმის ბულვარში, უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი ინტენსიურად გრძელდება. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, ძველ ბულვარში, სანაპირო ზოლის მიმდებარედ, განთავსებული უსახური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების ტექნიკით, ბულვარის ადმინისტრაციისა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების ჩართულობით განხორციელდა.

"სამუშაოების მიმდინარეობისას ტერიტორიიდან მსუბუქი კონსტრუქციების გატანა მოხდება და არსებული სივრცე პირვანდელი სახით აღდგება.

აღნიშნული პროცესი მოქმედი სამართლებრივი რეგულაციის ფარგლებში ხორციელდება და კვების, ასევე დასასვენებელი ობიექტების მოწესრიგებას და ბულვარის იერსახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თაგები:

ბათუმი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები