ბათუმის პორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ავტორი
Front News საქართველო
შსს-ს განცხადებით, ბათუმის პორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანისა და გავრცელების წინააღმდეგ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, აღკვეთილია ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი მსხვილი ფაქტი. კერძოდ, სამართალდამცველების მიერ, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება - 1 კილოგრამი და 167 გრამი „კოკაინი“, 2 000 აბზე მეტი ,,მდმა", 2 კილოგრამი ,,მდმას" კრისტალები, 2 კილოგრამამდე „კლეფერდრონი“, 1 კილოგრამი „კეტამინი“ და ნარკოტიკული საშუალება ,,ლსდ"-ს (ელ ეს დე) შემცველი მუყაოს ფირფიტები.
დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ბათუმის პორტის“ ტერიტორიაზე ბულგარეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებები სამართალდამცველებმა სპეციალური სკანერის საშუალებით, სატვირთოს მისაბმელის შემოწმების შედეგად, ცეცხლმაქრში აღმოაჩინეს.
სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.
აქვე, გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ სამართალდამცველების მიერ ბოლო 4 თვის განმავლობაში, გამოვლენილ და აღკვეთილი იქნა ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულის რამდენიმე ფაქტი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე პირი და ამოღებულია 750 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
ნარკოდანაშაული
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


