
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი პედიატრიული განყოფილება მოეწყობა.
სამშენებლო სამუშაოები დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად დაათვალიერა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი, თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე, უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე - სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას. პედიატრიული დეპარტამენტი 91 საწოლზეა გათვლილი და სრულფასოვან თერაპიულ, ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებს მოიცავს. შენობის პირველ სართულზე განთავსდება ჰემოდიალიზის ცენტრი, რომელიც 18 საწოლზეა გათვლილი.
მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს შეხვდა და კლინიკის ახალი დირექტორი ოფიციალურად წარადგინა. კახა აღამანაშვილი, ამ დრომდე, კლინიკის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში, საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მიმართულებების გაძლიერებაზე - იზრდება მომსახურებების მოცულობა, ფართოვდება სპეციალისტების გუნდი.
მინისტრებთან ერთად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი, მალხაზ ჟორჟიკაშვილი.
თაგები:
ბათუმი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს