Logo

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე დააკავეს

სამართალი
336
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე, 2008 წელს დაბადებული ი.რ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის სამგზავრო ბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 1 120 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინი“. პოლიციამ ი.რ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლების მესამე ნაწილებით მიმდინარეობს.

Advertisement