ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება

ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება.
სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
პროცესის პარალელურად, დაგეგმილია მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციაც.
ასევე ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე საბოლოო სიტყვით მიმართავს მოსამართლეს.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
მზია ამაღლობელი




