ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება.
წინა სასამართლო პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია გამოიკითხა. დღეს კი შესაძლოა, ირაკლი დგებუაძე გამოიკითხოს.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
მზია ამაღლობელი