Logo

ბათუმის ცენტრში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა

სამართალი
187
Frontnews image description

ბათუმის ცენტრში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს ქვედა კიდურებში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. მათივე თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის მას ოპერაცია უტარდება.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი თურქეთის მოქალაქეა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Advertisement