ბათუმში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება

ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში, თამარის დასახლებაში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება. ღონისძიება აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება, რომელშიც თბილისის წამყვანი კლინიკების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობენ.
სამედიცინო აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ეძლევათ, უფასოდ ჩაიტარონ მრავალპროფილური გამოკვლევები, ექიმის დანიშნულების შესაბამისად კი მათ უფასო მედიკამენტები გადაეცემათ.
გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე გაეცნენ.
მთავრობის თავმჯდომარე ასევე დევნილ ბენეფიციარებს შეხვდა და იმ პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც აფხაზეთის მთავრობა დევნილთა საჭიროების გათვალისწინებით 2026 წელს განახორციელებს.
სამედიცინო გამოკვლევების პროგრამის მიზანია დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა და ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


