Logo

ბათუმში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალი
176
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლები რ.მ.  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 2007 წელს დაბადებული მ.კ. დანის  გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. 

სამართალდამცველებმა რ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები