Logo

ბათუმში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

რეგიონები
143
Frontnews image description

ბათუმში, ევროპის მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ბავშვებთან ერთად აანთო.

ევროპის მოედანზე გაიხსნა საზეიმო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთული „საახალწლო სოფელი“, სადაც წარმოდგენილია  სამეწარმეო და გასტრონომიული სივრცეები. დაგეგმილია მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი აქტივობები, წარმოდგენა-პერფორმანსები და კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.

ახალ წელს ბათუმი საზეიმო გალაკონცერტით შეხვდება, ხოლო სადღესასწაულო ღონისძიებები 7 იანვარს, საშობაო კონცერტით დასრულდება.

საახალწლო ღონისძიებები აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იმართება. მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო ასევე ხულოსა და შუახევში. ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში კი ნაძვის ხის ანთების ცერემონია 22 დეკემბერს გაიმართება.

თაგები:

ბათუმი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები