ბათუმში ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი ბათუმში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა. მას დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.
ამჟამად დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.





