Logo

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

სამართალი
175
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ი.ა. ბათუმში დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 91 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული  გამომშრალი "მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლით მიმდინარეობს.

Advertisement