Logo

ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება

საზოგადოება
350
Frontnews image description

ბათუმის ცენტრალურ პარკში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტები, აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დღევანდელი აქციით კიდევ ერთხელ ეუბნებიან არას 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს.

შეკრებილები ასევე  "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

"მთავარი ამბავი ამ ევროპული მარშის არის ის, რომ ერთადერთი გამოსავალი, რომ ამ ქვეყანაში ნორმალურად ვიცხოვროთ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად არის ის, რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და არა ის რუსული სპეცოპერაცია, რომელსაც ივანიშვილი უახლოეს პერიოდში გვიმზადებს", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გიორგი კირთაძე. 

აქციის მონაწილეები ცენტრალური პარკიდან "ბათუმელების" რედაქციისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ.

Advertisement