ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი "ზაფხულის ფესტივალით“ გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში ოჯახთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ორი დღის განმავლობაში სტუმრებს საფესტივალო სივრცეში დახვდებათ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო და შემეცნებითი სივრცეები.
ფესტივალი დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნა. საღამო საზეიმო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა და მოწვეულმა შემსრულებლებმა მიიღეს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ფრანების შოუ, რომლის ნახვაც ზღვის სანაპიროზე დღის 12 საათიდან იყო შესაძლებელი.
თაგები:
ბათუმი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს