Logo

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე დააკავეს

სამართალი
245
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო  ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1979 წელს დაბადებული ს.ჯ. ბათუმში დააკავეს.

მსჯავრდებული ს.ჯ. უზბეკეთის რესპუბლიკის მიერ, კომერციული თაღლითობისა და ქურდობის ბრალდებით იძებნებოდა.

შსს-ს ცნობით, ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, გამარტივებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

Advertisement