ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების პროგრამის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში მორიგი სოციალური აქცია განხორციელდა


ავტორი
Front News საქართველო
ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, დღეს, 18 მარტს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მორიგი სოციალური აქცია განხორციელდა.
შეჭირვებული და შშმ ბავშვიანი ოჯახების დასახმარებლად, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ბავშვთა დაცვის და ზრუნვის განყოფილების ორგანიზებით, ოჯახებს 5500 ლარის საყოფაცხოვრებო ნივთები შეუძინეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, რამდენიმე ოჯახს საჭირო ტექნიკა და ავეჯი პირადად მიუტანა ადგილზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგბერაშვილთან ერთად.
გასულ წელს ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების პროგრამით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 000 ლარამდე დაიხარჯა.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს