
ავტორი
Front News საქართველო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“, ბავშვებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობები ჩატარდა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ბავშვთა უფლებებისა და მათ განვითარებაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას. ასევე - ხელისა და პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის აუცილებლობის ხაზგასმას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუდმივად უჭერს მხარს ბავშვთა კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე მიმართულ ინიციატივებს.
ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ, მოადგილეებთან პაატა იმნაძესთან, ეკა ადამიასთან და თანამშრომლებთან ერთად, შეკრებილ პატარებს დღესასწაული მიულოცა და თემატური საჩუქრები – საინფორმაციო გასაფერადებლები, ფანქრები და ბუშტები გადასცა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს