ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თერჯოლაში მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები გაიმართება

ავტორი
Front News საქართველო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თერჯოლაში მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, მრავალფეროვანი ატრაქციონები, გასაბერი და სპორტული ბატუტი, ცხენების კარუსელი, მუსიკალური ჩაიდანის, ჰოკეის, აიწონას, კალათბურთის აპარატები. გაიმართა დრამერების და საპნის ბუშტების შოუ.
ასევე, მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასფალტზე ხატვა, სახის მოხატვა, სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა. მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის რობოტექნიკის კლუბის საჩვენებელი გამოფენა, დრონების შოუ, 3D პრინტერი მასტერკლასი (ობობა და ოტო რობოტები, STEAM პროექტები, ჭკვიანი სახლის პრეზენტაცია).
ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერში, ამფითეატრის სცენაზე მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი "იმედის“კონცერტი გაიმართა, ხელმძღვანელი ზურა რიჟამაძე. კულტურის სახლის დარბაზის სცენაზე კი წარმოდგენილი იყო კერძო სკოლა "მზეკაბანი 2007“-ის მე-5 კლასის მოსწავლეების ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო "ბავშვები ბავშვებისათვის“.
ღონისძიებაში ჩაერთნენ ადგილობრივი დღის ცენტრების „იმედის სხივი“ და "საპოვნელას“ აღსაზრდელები.
თაგები:
თერჯოლა













