
ავტორი
Front News საქართველო
15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტები მოინახულა, შეხვდა მათ მშობლებსა და სამედიცინო პერსონალს. მინისტრი ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ონკოლოგიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში, სახელმწიფო, სპეციალური პროგრამის ფარგლებში აფინანსებს.
აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და საჭიროების შემთხვევაში, პროტონოთერაპიას.
18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარებს, სახელმწიფო, საქართველოსთან ერთად, მკურნალობას ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში უფინანსებს.
ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 195 ბენეფიციარი ჩაერთო.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს