
ავტორი
Front News საქართველო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წყალტუბოში ტრადიციულად ბავშვთა გასართობი ღონისძიებები ჩატარდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს მიულოცეს და წარმატებები უსურვეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა.
სპორტის სასახლეში ქალაქის ბაგა- ბაღის აღსაზრდელებმა “მხიარული სტარტები” მოაწყვეს. სპორტულ თამაშებში პატარებმა მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები. გაიმართა ასფალტზე ცარცით ხატვის კონკურსი, რომელშიც საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულებს თასები და სიმბოლური საჩუქრები, ხოლო ყველა მონაწილეს სიგელები გადასცეს.
ღონისძიებები დასრულდა ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ვოკალური ჯგუფის “ოცნების” კონცერტით.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს