“ბებია ბიჭს არ უშვებდა ხელს და მილიციელები ფაქტობრივად მასაც ურტყამდნენ, მანქანა დაქოქეს და ასე მიჰყავდათ”


ავტორი
Front News საქართველო
21 წლის ლაშა ჟღენტის მიმართ პოლიციელების მხრიდან ძალადობის თვითმხილველი ელენე ადამიას თქმით, პოლიციელებმა ახალგაზრდის დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მის ბებიასაც მიაყენეს.
“კორპუსიდან იხედებოდა ხალხი, აქაც იდგა ხალხი. მე დამხვდა მანქანა მილიციის აქ, ვიღაც ბიჭი იყო ჩატენილი მანქანაში. ბებია ბიჭს არ უშვებდა ხელს და მილიციელები ფაქტობრივად ამ ბებიას ურტყამდნენ. ახალგაზრდა, ძალიან ახალგაზრდა ბიჭი იყო, ვინც ბებიას ურტყამდა.
მე ვიფიქრე კიდეც, რომ თუ სასამართლო იქნება, ნამდვილად მოწმედ წავალ, რომ უნდა დაიშვას პრეტენდენტი იმისა, რომ დაისაჯოს ადამიანი, რომელიც გადაჭარბებულად ასრულებს თავის მოვალეობას. იმდენად გადაჭარბებულად, რომ რომელიღაც პოლიციელს ტელეფონიც კი დაუვარდა.
ბებია ხელს რომ არ უშვებდა ბიჭს, მანქანა დაქოქეს და ასე მიჰყავდათ”, – აცხადებს თვითმხილველი.
შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე 20 ივლისს მოხდა. ლაშა ჟღენტის თქმით, პოლიციამ ის გააჩერა და ჩხრეკა დაიწყო. მისივე თქმით, მოხდა ეთიკური ნორმების დარღვევა, რაც მან პოლიციას მიუთითა, რის შემდეგაც დაიწყო დაკავების ოპერაცია და მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს. მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.
ლაშა ჟღენტი დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხეს.
თაგები:
ძალადობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს