Logo

ბექა ბასილაია - ამ მოსამართლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას ვუწოდებთ, როგორ შევაფასებთ

სამართალი
108
Frontnews image description

ამ მოსამართლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას ვუწოდებთ, როგორ შევაფასებთ, რამდენად უგუნურად, შემსრულებლად გამოჩნდება ის, -  ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის"  ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, სასამართლო ქვეყანაში არ არსებობს.

"ამ მოსამართლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას ვუწოდებთ, როგორ შევაფასებთ, რამდენად უგუნურად, შემსრულებლად გამოჩნდება ის. რობოტს რომ დააპროგრამებ, ეს ხომ უნდა შეასრულოს, მას აქვს დავალება მიცემული და ეს დავალება უნდა გააჟღეროს, საერთოდ არაფერი აინტერესებს, სულ რომ წამოდგე ამ პროცესზე და უთხრა, მოდი, მე დავჯდები თქვენს ადგილზე და ამ ვადაში დავასრულოთ, რა ვადაშიც დავალება გაქვთო, გაიწევა და დაგსვამს მოსამართლის სკამზე, იტყვის, მთავარია, 20-ში დასკვნითი სიტყვა ითქვას, მე თუნდაც, აქ ნუ ვიქნებიო - ასეთი სასამართლო გვაქვს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის საქმეზე განაჩენი 20 ივნისს გამოცხადდება.

Advertisement