ბექა ბასილაია - მოსამართლეს უკვე დაწერილი გადაწყვეტილება ედო და საბოლოო სიტყვის მოსმენასაც მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა


ავტორი
Front News საქართველო
მოსამართლეს უკვე დაწერილი გადაწყვეტილება ედო და საბოლოო სიტყვის მოსმენასაც მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გივი თარგამაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლე ასრულებს "ქართული ოცნების" დავალებას.
"ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სასამართლო არ არის სასამართლო, ეს არის ფარსი და რა დავალებაც მიიღო მოსამართლემ, ის აღასრულა.
ვნახეთ, საბოლოო სიტყვას ელოდა და ვუთხარი, რომ არ არის გივი. უკვე დაწერილი გადაწყვეტილება ედო და საბოლოო სიტყვის მოსმენასაც მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. წამიერადვე გამოაცხადა გადაწყვეტილება. ეს პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რაც ისედაც ვიცით. პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მიიღება ზუსტად ის გადაწყვეტილება, რაც "ქართული ოცნების" მხრიდან მოდის სასამართლოზე დავალების სახით", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
თაგები:
ბექა ბასილაია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს