ბექა ბასილაია - მოსამართლისგან, რომელმაც მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე შეუფარდა, ყველაფერი მოსალოდნელია, რა დავალებაც ექნება, იმას შეასრულებს


ავტორი
Front News საქართველო
ეს არის რაღაც ბირჟა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი წესი და თავისი ახირების, პოლიტიკური შურისა და ბოღმის გამო, შეუძლია დაასმინოს ტყუილზე ადამიანები და გაუშვას ციხეში, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლეს რასაც შეუკვეთენ, იმას შეასრულებს.
"ეს არის რაღაც ბირჟა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი წესი და თავისი ახირების, პოლიტიკური შურისა და ბოღმის გამო, შეუძლია დაასმინოს ტყუილზე ადამიანები და გაუშვას ციხეში - ეს დადასტურდა დღევანდელი ჩვენებებით.
იმ ვითარებაში, როდესაც ცრუ დასმენებზეა დამყნობილი ეს საქმე, ნებისმიერი გადაწყვეტილება იმ მოსამართლის ხელში, რომელმაც მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე შეუფარდა, ყველაფერი მოსალოდნელია, რა დავალებაც ექნება, იმას შეასრულებს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის პროცესი 18 ივნისს, 10:00 საათზე გაიმართება.
თაგები:
ბექა ბასილაია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს