
ავტორი
Front News საქართველო
პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით არავითარი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რომ პაატა ბურჭულაძის მხრიდან დასახელდა კომისიის თუ კომიტეტის წევრად, ეს არ შეიძლება აფუძნებდეს რაიმე დანაშაულს.
"4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები არის ქართველი ხალხის სულისკვეთების გამოხატვა თავისუფლების მოედანზე, ორბელიანების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე. ქართველი ხალხი არის აღშფოთებული იმით, რაც საქართველოშია დამყარებული, განსაკუთრებით ამ უკანასკნელი წლების მანძილზე და ამ ენერგიამ ამოხეთქა 4 ოქტომბერს. ეს თავიდან ბოლომდე იყო პოლიტიკური აქტი. ამავდროულად, რაც შეეხება პაატა მანჯგალაძეს, მის ქმედებაში იმ დანაშაულის ნიშნებიც კი არ არის, სულ რომ ბრალდების ვერსიას ვიზიარებდეთ. პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით არავითარი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ის, რომ პაატა ბურჭულაძის მხრიდან ის დასახელდა კომისიის თუ კომიტეტის წევრად, ეს არ შეიძლება აფუძნებდეს რაიმე დანაშაულს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.
შსს-ს ცნობით, 4 ოქტომბრის მოვლენებზე ამ დროისთვის ჯამში 35 ადამიანია დაკავებული. 35 დაკავებულს შორის 30 - აქციის მონაწილეა, 5 კი მოძრაობა ეროვნული კრების წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ნადირაძე.
თაგები:
ბექა ბასილაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს