ბექა ბასილაია - სამოქალაქო წესით ვალი დაადო ადამიანს განაჩენზე, რომელიც რეალურად, ძალაში არაა შესული, ეს იურიდიული კონსტრუქციების თავდაყირა დაყენებაა


ავტორი
Front News საქართველო
ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანია რეჟიმის დემონტაჟი იმისთვის, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაუბრუნდეს ქართველ მოქალაქეს. სასამართლო სისტემა თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის მითითებებს ექვემდებარება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე აქამდე არაერთგზის იყო შერჩევითი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები.
"ჩვენ ყველას გვესმის, რომ სასამართლო სისტემა თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის მითითებებს ექვემდებარება. მოცემულ საქმეში გადაწყვიტა სასამართლომ, რომ პიჯაკები რომ იყიდა, ეს ფული აგვინაზღაუროსო, მაგალითად, დონალდ ტრამპს რომ გაუმასპინძლდა პრეზიდენტი საქართველოში სტუმრობისას, ეს ფული აგვინაზღაურეთო.
მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე აქამდე არაერთგზის ვიხილეთ შერჩევითი, პოლიტიკურად მოტივირებული, სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებები და მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ტყვე, მაგრამ ამის პარალელურად, ახლა დაიწყეს ფინანსური დევნა, რომ მოვალეთა რეესტრში ჩასვან.
სამოქალაქო წესით ვალი დაადო ადამიანს განაჩენზე, რომელიც რეალურად, ძალაში არაა შესული და რომელიც გასაჩივრებულია, ეს იურიდიული კონსტრუქციების თავდაყირა დაყენებაა.
ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანია რეჟიმის დემონტაჟი იმისთვის, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაუბრუნდეს ქართველ მოქალაქეს. რაც შეეხება ჯანაშიას, მას უთხრეს, რომ გადაიხდის რვა მილიონს, მიშა - 9 მილიონს და კეთილი ინებეთ, ეს ყველაფერი მოიტანეთ საკუთარი ჯიბიდანო, მაგრამ ამ თანხიდან არც ერთი თეთრი ამ ადამიანებს პირადად არ მოხმარებიათ.
ერთგვარ სპექტაკლში ვცხოვრობთ - აქეთ სამოქალაქო სასამართლო ზიანის ოდენობას ადგენს და იქით - სააპელაციო წესით იხილება, იქნებ საერთოდ უდანაშაულოა ეს ხალხი, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ სააპელაციო სასამართლოშიც მოსამართლეები მართული არიან", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სასამართლომ სახელმწიფო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, გაფლანგული 9 მილიონი ლარის ამოღებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა.
თაგები:
ბექა ბასილაია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს