Logo

ბექა ბასილაია - წარდგენილი ბრალდებები იურიდიული შინაარსის მატარებელი არ არის მურთაზ ზოდელავასთვის

პოლიტიკასამართალი
274
Frontnews image description

ნებისმიერი მოქმედება საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში დასაბრუნებლად, ეს არის არა სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ თითოეული მოქალაქის ვალდებულება, რომ საქართველომ კვლავ განაგრძოს ევროპული მისწრაფება, - ამის შესახებ მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, წარდგენილი ბრალდებები იურიდიული შინაარსის მატარებელი არ არის.

"ნებისმიერი მოქმედება საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში დასაბრუნებლად, ეს არის არა სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ თითოეული მოქალაქის ვალდებულება იმისთვის, რომ საქართველომ კვლავ განაგრძოს ევროპული მისწრაფება, შესაბამისად, წარდგენილი ბრალდებები იურიდიული შინაარსის მატარებელი არ არის მურთაზ ზოდელავასთვის და ეს არის რეალურად, პოლიტიკური მანიფესტაცია. "ქართული ოცნება" აგრძელებს საქართველოს პატრიოტების პოლიტიკურ ტყვეობას", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

Advertisement