
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, მინისტრის მოადგილე სალომე კაპანაძესთან ერთად ქართველ პედაგოგს, მომღერალს და კომპოზიტორს ია მაისაიას შეხვდა და კულტურის სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
შეხვედრის ფარგლებში კომპოზიტორმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, მინისტრმა კი ქართულ-აფხაზური მდიდარი ტრადიციების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.
ია მაისაია 150-მდე სიმღერისა და 50 საფორტეპიანო პიესის ავტორია. კომპოზიტორის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი აფხაზეთისადმი მიძღვნილ ნაწარმოებებს უკავია, მათ შორისაა სიმღერები „აფხაზეთო საქართველოს მშვენება“, "სიმღერა სოხუმზე“ და "დაბრუნებამდე“.
თაგები:
ბექა ღვაჩლიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს