Logo

ბექა ღვაჩლიანმა აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრებს მიღწეული წარმატება მიულოცა

საზოგადოება
173
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულებს დახვდა. 

მინისტრმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეული შედეგები მიულოცა და სამომავლო წარმატება უსურვა.

აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრებმა - ანასტასია ჩხარტიშვილმა შეჯიბრზე 19 წლამდე გოგონათა შორის ოქროს მედალი მოიპოვა, 14 წლამდე ვაჟთა შორის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ანდრია ჩხარტიშვილი გახდა, ხოლო 12 წლამდე გოგონათა შორის ბრინჯაოს მედალი ელენე ქობალიამ მოიპოვა.  

ახალგაზრდული საერთაშორისო თასი „Riga City council’s cup“ ლატვიის დედაქალაქ რიგაში 23-26 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც 9 ქვეყნის (ინგლისი, ნორვეგია, შვედეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო) 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ტურნირზე საქართველოს სახელით 13-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 6 აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრია.

ახალგაზრდა სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

Advertisement